კომპანიები, რომლებსაც ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში საქმიანობის პროფილი მითითებული არ ექნებათ, დაჯარიმდებიან. სანქციები ოქტომბრიდან ამოქმედდება და ჯარიმის ოდენობა 1000 ლარით განისაზღვრება. ამის შესახებ ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ყოველი პირი, რომელიც მომეტებული საფრთხის შემცველ მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოებს ატარებს, ვალდებულია ეკონომიკურ საქმიანობათა რეესტრში რეგისტრაცია გაიაროს. ასეთი სამუშაოების ჩამონათვალი კი საქართველოს მთავრობამ 27 სექტემბრის შესაბამისი დადგენილებით განსაზღვრა.  

ინფორმაციის თანახმად, კომპანიებს რეგისტრაციის გავლა იუსტიციის სახლებში, საჯარო რეესტრის ტერიტორიულ სარეგისტრაციო სამსახურებში და საზოგადოებრივ ცენტრებში შეუძლიათ. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი