საქართველოს საგადახდო სისტემა არის ქვეყნის ეკონომიკური და ფინანსური ინფრასტრუქტურის მნიშვენლოვანი ნაწილი. მისი მეშვეობით ხორციელდება ფინანსური ანგარიშსწორება სწრაფად, უსაფრთხოდ და საიმედოდ, რაც ფინანსური და ფულადი ბაზრების შეუფერხებელი და გამართული ფუნქციონირების ერთ-ერთი წინაპირობაა და ხელს უწყობს მთლიანად ეკონომიკის სტაბილურობასა და ეფექტურობას. საგადახდო სისტემა მოიცავს როგორც მსხვილი ბანკთაშორის საგადახდო, ასევე საცალო გადახდების სისტემებს. „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოში მომხმარებლების საგადახდო მომსახურებას ახორციელებს საგადახდო მომსახურების პროვაიდერები, რომელთა რიცხვს მიეკუთვნებიან საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები და საქართველოს ეროვნულ ბანკში საგადახდო მომსახურების პროვაიდერად რეგისტრირებული იურიდიული პირები. 

საქართველოში დღესდღეობით ფუნქციონირებს ფულადი სახსრების საგადახდო სისტემები და ფასიანი ქარღლდების ანგარიშსწორების სისტემები(საგადახდო ბარათების საპროცესინგო სისტემები). ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი საგადახდო სისტემის - დროის რეალურ რეჟიმში ანგარიშსწორების (RTGS) სისტემის ოპერატორი ეროვნული ბანკია, რომელიც უზრუნველყოფს ბანკების, მათი კლიენტების და სამთავრობო გადარიცხვების დამუშავებას და ანგარიშსწორებას.

საგადახდო სისტემების ოპერატორებისა და საგადახდო მომსახურების პროვაიდერების რეგულირებისა და ზედამხედველობის ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს შესაბამის სტატისტიკურ მონაცემებს. 
 

დატოვე კომენტარი