მიკრო-საფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის ხელმძღვანელი ბესიკ შენგელია აცხადებს, რომ უკვე ძალაში შესული და მოსალოდნელი რეგულაციების გამო, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა საქართველოში დაბანდებები შეზღუდეს. 

მისი თქმით, ბევრი მიკრო-საფინანსო ორგანიზაცია აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, ბევრს ინვესტიცია აქვს განხორციელებული და კაპიტალშიც მონაწილეობენ. 

დაფინანსების ძირითადი წყარო ჩვენთვის სწორედ საერთაშორისო რესურსებია, რაც დადებითად აისახება ქვეყანაზე, ვალუტის აქტიური შემომტანები ვართ. ეს ორგანიზაციებიც აბსოლუტურ შოკში არიან, უკვე შეზღუდეს დაბანდებები საქართველოში, იმიტომ რომ ძალიან დამფრთხლები არიან ამდენი რეგულაციებით, -განაცხადა შენგელიამ bm.ge-სთან საუბრისას. 

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ მიკრო-საფინანსო ორგანიზაციებმა საცალო დაკრედიტების ინსტრუქციის ახალი დოკუმენტი მიიღეს ეროვნული ბანკისგან, რომლის შინაარსმა, როგოც შენგელია ამბობს, ინდუსტრია შოკში ჩააგდო. ასოციაციის ხელმძღვანელის თქმით, ინსტრუქცია ძალიან ხისტია, შეიცავს ურთიერთგამომრიცხავ ნორმებს და მისი რეალობაში განხორციელება ძალიან რთული იქნება, რაც პრობლემებს შეუქმნის მიკრო-საფინანსო სექტორს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი