Microsoft-ი მსოფლიოს მასშტაბით ჰუმანიტარულ საქმიანობას 40 მილიონი დოლარით დააფინანსებს. ამის შესახებ Engadget-ი წერს. 

საუბარია ჰუმანიტარულ საქმიანობაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაზე. პროგრამა ხუთწლიანია და ოთხ ინიციატივას ეფუძნება. პრიორიტეტებში მოხვდა კატასტროფაზე დროული რეაგირება, ბავშვთა საჭიროება და მიგრანტები, ასევე იძულებით გადაადგილებული პირები და ადამიანის უფლებები.

„გვჯერა, რომ ჩვენი ღრუბლოვანი (Cloud) ტექნოლოგია, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზეა დაფუძნებული ამინდს შეცვლის და უფრო მეტ სიცოცხლეს გადაარჩენს, - აცხადებს Microsoft-ის პრეზიდენტი ბრედ სმიტი.  

მანამდე Microsoft-მა ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით ორი პროგრამა აამოქმედა. „ხელოვნური ინტელექტი დედამიწისთვის (AI for Earth), რომელიც ეკოლოგიაზე ორიენტირებულ პროექტებს უჭერს მხარს და „ხელოვნური ინტელექტი ხელმისაწვდომობისთვის (AI for Accessibility), რომელიც შშმ პირების დასახმარებლად არის განკუთვნილი.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი