იაპონიაში ონლაინბირჟიდან $60 მილიონის კრიპტოვალუტა მოიპარეს. ლაპარაკია Tech Bureau Corp-ის ბირჟაზე. მოპარულთა შორისაა ბიტკოინებიც. ამის შესახებ Verge წერს.

აღსანიშნავია, რომ ბირჟის წარმომადგენლებმა გატეხის ფაქტი მხოლოდ 4 დღის შემდეგ შენიშნეს. წაღებულია დეპოზიტებზე დარიცხული თანხებიც.

მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კრიპტობირჟებზე თავდასხმებში რუსეთი ლიდერობს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი