აშშ-ის დოლარი გრილდება მხურვალე ტალღის აგორების შემდეგ

მიუხედავად იმისა, რომ დოლარის კურსი რამდენიმე კვირით აიწია გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტ ტრამპის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, წელს ის დაუნდობლად ვარდებოდა. ახლა ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2015 წლის იანვრის შემდეგ. 3 იანვრიდან, პირველ სავაჭრო დღეს, დოლარი შემცირდა 11%-ით.

წელს მისი კურსი დაახლოებით 17%-ით შემცირდა მექსიკურ პესოსთან შედარებით, ტრამპის კამპანიის მუქარებმა პესოს ფასზე გავლენა მოახდინა. დოლარის კურსი ასევე შემცირდა 12%-ით ევროსა და 7%-ით ფუნტის მიმართებაში.

გასული წლის ბოლოს ინვესტორები ოპტიმისტურად ფიქრობდნენ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია შეძლებს გადასახადების შემცირებას, ინფრასტრუქტურული კანონპროექტის წამოწევასა და ფინანსური წესების გაუქმებას. მაგრამ ახლა ისინი კარგავენ ნდობას.

"წლის დასაწყისში ძალიან ბევრი იყო ჩადებული, მაგრამ არაფერი განხორციელდა“, - ამბობს ქეითი ჯონსი, Charles Schwab-ის ფიქსირებული შემოსავლის მთავარი  სტრატეგი. "არ არის ხარჯები ინფრასტრუქტურაზე,  არ არის გადასახადების შემცირება... ფაქტობრივად, ეს შებრუნებული სცენარია იმისი, სადაც ვიყავით წლის დასაწყისში".

წელს სხვა ფაქტორებმაც ხელი შეუწყო დოლარის კურსის შემცირებას, მაგრამ "ბევრი მათგანი" უკავშირდება უოლ-სტრიტის იმედგაცრუებას ტრამპის გეგმის განვითარებაში, დასძენს ჯონსი.

დოლარის ღირებულებაზე გავლენას ასევე ახდენს:

1) იმედების შემცირება, რომლებსაც ამყარებდნენ  ფედერალური რეზერვის განაკვეთების ზრდაზე;

2) ევროპის ეკონომიკა ძალებს იკრებს, აშშ-ს ეკონომიკის მრავალწლიანი დევნის შემდეგ;

3) ევროპული პოლიტიკური რისკები, როგორიცაა საფრანგეთის არჩევნები და ბრექსიტის კენჭისყრა, უკვე წარსულს ჩაბარდა, რაც ხელს უწყობს ევროსა და ფუნტის გაძლიერებას დოლართან მიმართებაში. სხვა ფაქტორების რიგიც გავლენას ახდენს დოლარის ღირებულებაზე.

მაგრამ უპირველეს ყოვლისა, დოლარის კურსის მატებამ გავლენა მოახდინა ინვესტორების ოპტიმიზმზე საგადასახადო რეფორმებისა და ახალი გზების, ხიდებისა და რელსების შესახებ. სახაზინო მდივანმა სტივენ მნუჩინმა სამშაბათს განაცხადა, რომ საგადასახადო რეფორმა ჯერ კიდევ შეიძლება მოხდეს მიმდინარე წლის განმავლობაში, დოლარის კურსი კი გაიზარდა ამ კვირაში.

სუსტი დოლარი სულაც არ არის ცუდი. ფაქტობრივად, ბევრი ეკონომისტი ამტკიცებდა, რომ დოლარის კურსი იყო ხელოვნურად აწეული ბოლო ორი წლის განმავლობაში. ძვირადღირებული დოლარი უფრო ძვირი და ნაკლებად მიმზიდველია უცხოელებისთვის, რომლებსაც სურთ ამერიკული კომპანიების, როგორიცაა Apple (AAPL, Tech30) და Starbucks (SBUX), მიერ გაყიდული პროდუქციის შეძენა. ორივე კომპანიამ შენიშნა საერთაშორისო გაყიდვების შემცირება დოლარის ღირებულების ზრდის  ფონზე.

დოლარის ღირებულება 2014 და 2015 წლებში მკვეთრად გაიზარდა იმის მოლოდინი, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემა გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს, ხოლო ევროპული ცენტრალური ბანკი და სხვები პირიქით, შეამცირებენ მათ. დოლარის კურსი გაიზარდა იმდენად, რომ გამოიწვია აშშ-ის ექსპორტის შემცირება და აშშ-ის წარმოების ხანმოკლე რეცესია.

ახლა, როდესაც დოლარის კურსი მცირდება, აშშ-ის ექსპორტი კვლავ მატულობს, რადგან აშშ-ის პროდუქცია უფრო ხელმისაწვდომი ხდება, გლობალური ეკონომიკა კი ძლიერდება.

დატოვე კომენტარი