2019 წლის მაისიდან მიმოქცევაში ევროს ახალი დიზაინის მქონე 100 და 200-იანი ბანკნოტები ჩაეშვება. ახალი კუპიურა უკვე წარადგინეს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ორივე ბანკნოტს დაცვის ახალი მექანიზმები აქვს, რომლითაც მათი გაყალბება კიდევ უფრო რთულდება. ისინი დღევანდელ კუპიურებთან შედარებით გაცილებით პატარაა, ამის მიზანი კი საფულეში მათი ადვილად მოთავსებაა. ამის შესახებ ევროპის ცენტრალურმა ბანკმა განაცხადა და დასძინა, რომ უარი თქვეს 500-ევროიანი ბანკნოტების გამოშვებაზე. არსებული კუპიურებით გამოყენებას კი მომხმარებლები ისევ შეძლებენ.

ახალ კუპიურებზე ფერები უფრო მკვეთრია, სხვადასხვა რაკურსით შეხედვისას კი დამატებითი დამცავი ელემენტების დახმარებით ფერი იცვლება. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი