ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია მსოფლიო ბანკისრეგიონალურ დირექტორს სამხრეთ კავკასიაშიმერსი ტემბონსა და აღნიშნული ორგანიზაციის რეგიონალური ოფისის სხვა წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრას ასევე დაესწრნენ ეკონომიკისადა მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეები ნათია თურნავა და გიორგი ჩერქეზიშვილი. მხარეებმა საქართველოშიმსოფლიო ბანკის მიმდინარე და სამომავლო პროექტები და სამოქმედო პროგრამა განიხილეს.

„ვისაუბრეთ იმ დახმარებაზე, რომელსაც მსოფლიო ბანკი გვიწევს როგორც ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ასევე განათლებისა და ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით, ეს ყველაფერი ჩვენთვის ძალიან ფასეულია და ამ თანამშრომლობა სმომავალშიც გავაგრძელებთ,” – განაცხადა შეხვედრის  დასრულების შემდეგ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ.

ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელზეც მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს, საჯარო მომსამსახურეთა კვალიფიკაციის კიდევ უფრო ამაღლების თემა იყო. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით,იმისთვის, რომ საქართველომ მსოფლიო ბანკისა და სხვა დონორი ორგანიზაციების მიერ გამოყოფილი დახმარება უფრო ეფექტიანად გამოიყენოს, აუცილებელია საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი