2018 წლის 1 იანვარს 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარს შეადგენდა, 1 ევროს ღირებულება -3.1044-ს, 100 რუსული რუბლის ღირებულება 4.4935 ლარს, ხოლო 1 თურქული ლირის ღირებულება 0.6874 ლარს. 

16 აგვისტოს 1 დოლარი 2.6343 ლარს შეადგენდა, რაც წლის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. აგვისტოში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ლარი დოლარის მიმართ, 6პროცენტი-ით გაუფასურდა, 2018 წლის ივლისის თვესთან შედარებით კი 13 თეთრით. 

წლის განმავლობაში ლარი ყველაზე მეტად გამყარებული მარტში იყო, როდესაც 1 დოლარის ღირებულება საშუალოდ 2.41 ლარს შეადგენდა. 

რაც შეეხება ევროს, 1 ევროს ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი 2.85 ლარს უტოლდება ივნისში, იანვრში 1 ევროს საშუალო ღირებულება 3.1 ლარს შეადგენდა, რაც წლის ყველაზე მაღალი საშუალო მაჩვენებელია. ამავე თვეში ფიქსირება რუსული რუბლისა და თურქული ლირის ყველაზე მაღალი საშუალო გაცვლითი კურსები 4.46 და 0.66 ლარის ოდენობით. 

ორივე ვალუტის ყველაზე დაბალი საშუალო მაჩვენებელი ფიქსირდება აგვისტოში. ამ პერიოდში 1 თურქული ლირა საშუალოდ 0.39 ლარს უტოლდებოდა, ხოლო 100 რუსული რუბლი - 3.79 ლარს. აღსანიშავია, რომ აგვისტოში როგორც რუბლის, ასევე ლირის დოლარის მიმართ გაუფასურება უკავშირდებოდა აშშ-ს მიერ ქვეყნებისთვის დაწესებულ ახალ სანქციებს და ტარიფებს, რის შედეგადაც ლირა აგვისტოში ისტორიულად გაუფასურდა. ლირას გაუფასურებას მოჰყვა ლარის გაუფასურებაც, თუმცა თვის ბოლოს ლარმა გამაყრების ტრენდი აჩვენა. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი