2018 წლის II კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებელმა მიმდინარე ფასებში 10 168,4 მლნ. ლარი შეადგინა. საქსტატის წინასწარი მონაცემებით, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით მთლიანი შიდა პროდუქტის რეალური ზრდა 5,5 პროცენტით განისაზღვრა, ხოლო დეფლატორი გაზრდილია 4,8 პროცენტით. 2018 წლის პირველი ექვსი თვის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო რეალურმა ზრდამ წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 5,4 პროცენტი შეადგინა. 

ზრდა აღინიშნებოდა შემდეგ დარგებში: საფინანსო საქმიანობა (22,0 პროცენტი), სხვა კომუნალური, სოციალური და პერსონალური მომსახურების გაწევა (17,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (13,8 პროცენტი), ვაჭრობა, ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტი (10,5 პროცენტი), დამამუშავებელი მრეწველობა (8,5 პროცენტი), სამთომოპოვებითი მრეწველობა (8,1 პროცენტი), ტრანსპორტი (8,0 პროცენტი), განათლება (4,8 პროცენტი), სასტუმროები და რესტორნები (4,5 პროცენტი). კლება დაფიქსირდა მშენებლობაში (-7,1 პროცენტი) და სოფლის მეურნეობაში (-3,3 პროცენტი). 

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა მრეწველობა (17,1 პროცენტი) და ვაჭრობა (17,0 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა (9,9 პროცენტი), სოფლის მეურნეობა, ნადირობა და სატყეო მეურნეობა, თევზჭერა, მეთევზეობა (8,5 პროცენტი), მშენებლობა (8,3 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (7,9 პროცენტი), ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა (6,7 პროცენტი), ჯანმრთელობის დაცვა და სოციალური დახმარება (5,9 პროცენტი). 

საქსტატის დაზუსტებული მონაცემები 15 ნოემბერს გამოქვეყნდება. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი