"საქართველოს ბანკის" სასესხო პორტფელში დოლარის წილი 11პროცენტი-ით შემცირდა, ამის შესახებ "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ "საქმიან დილაში" განაცხადა. მისი განმარტებით, ეს იმ ნაბიჯების შედეგია, რაც ბოლო ორი წლის განმავლობაში დედოლარიზაციის კუთხით გადაიდგა. 

"დედოლარიზაცია მნიშვნელოვანი პროცესია, რომელიც უკვე რამდენიმე წელია მიმდინარეობს. ვფიქრობ, 2017 წელს ამ მხრივ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა, მათ შორის 100 ათას ლარამდე სესხების გაცემასთან დაკავშირებით ეროვნულ ვალუტაში. თუ შევხედავთ ორი წლის პრიზმაში, ამან გამოიწვია ჩვენი პორტფელის მნიშვნელოვანი დედოლარიაზაცია, ათ პუნქტზე მეტით შემცირდა დოლარის წილი ჩვენს სასესხო პორტფელში და დღეს 56პროცენტი-ს შეადგენს, როდესაც 67პროცენტი იყო 2017 წლის დასაწყისში", - განაცხადა კიკნაველიძემ. 

მისივე განმარტებით, ყველაზე დიდ გამოწვევად ამჟამად საქართველოს საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვაა. 

"წელს დეპოზიტების დედოლარიზაციის პროცესი დაიწყო და ჩვენთვის ყველაზე დიდი გამოწვევა ამ პროცესში არის ლარის რესურსის მოზიდვა. მოხარული ვართ, რომ ქართველი კლიენტურისთვის უფრო კომფორტულია დანაზოგი ეროვნულ ვალუტაში განათავსოს. დაახლოებით 6პროცენტი-იანი სხვაობაა დღეს ერთწლიან დეპოზიტებში ლარსა და დოლარს შორის, რაც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ბოლო 7 წლის განმავლობაში. დედოლარიზაცია ამცირებს სტრუქტურულ რისკებს ეკონომიკაში და ჩვენ მივესალმებით მას, თუმცა ყველაზე დიდი გამოწვევა საბანკო სექტორისთვის ლარის რესურსის მოზიდვა იქნება" - განაცხადა "საქართველოს ბანკის" გენერალურმა დირექტორმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი