საქართველოს საფონდო ბირჟის ხელმძღვანელის გიორგი ფარესიშვილის განცხადებით, 2016 წელს საქართველოს საფონდო ბირჟაზე განხორციელდა 2,5 მილიონი ლარის ინვესტიცია. 

მისი თქმით, აღნიშნული თანხები მთლიანად იხარჯება საფონდო ბირჟის და ცენტრალური დეპოზიტარის ინფრასტრუქტურის განახლებაზე. 

„ამერიკულლი კომპანიისგან შევიძინეთ თანამედროვე სოფტი, რომლის დანერგვა მიმდინარეობს ახლა. 2018 წლის ნოემბერში ცენტრალურ დეპოზიტარში დაინერეგება ანგარიშწორების სისტემა, ხოლო 2020 წლის დასაწყიში დაინერგება სავაჭრო სისტემა საფონდო ბირჟაზე. ამით დასრულდება ჩვენი საფონდო ბაზრის ტექნიკური განახლება და გვექნება ერთ-ერთი თანამედროვე სისტემა, რომელიც პასუხობს ყველა მოთხოვნას, რომელიც დღევანდელ საფონდო ბაზარს სჭირდება“,- აცხადებს გიორგი ფარესიშვილი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი