საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციო და სხვა საჭიროებისათვის გამოშვებული ლარის ბანკნოტების/ მონეტებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის შეძენა შესაძლებელია საკასო ოპერაციებისა და ნაღდი ფულის მიმოქცევის დეპარტამენტის თბილისის საკასო ცენტრის მეშვეობით, და აგრეთვე  ელექტრონული მაღაზიის მეშვეობით, როგორც ნაღდი ისე უნაღდო (საბანკო პლასტიკური ბარათით, საბანკო გადარიცხვით) ანგარიშსწორებით. 


არგონავტიკის თემატიკაზე, ოქროს საწმისის გამოსახულებით შექმნილი ე.წ ოქროს საინვესტიციო მონეტების (დამზადებულია  უმაღლესი 999.9 სინჯისა და  სხვადასხვა წონითი შემადგენლობით (1/10‚ 1/4-‚ 1/2-‚ 1, 5 და 10-უნციანი)  რეალიზაცია ხდება ყოველდღე, (შაბათ-კვირის გარდა) 10:00 სთ-დან 16:30 სთ-მდე (შესვენება 13:00-14:00 სთ).  მონეტების გასაყიდ ფასს საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ყოველდღიურად დღეში ორჯერ, ლონდონის ძვირფასი მეტალების ბაზრის ასოციაციის (LMBA) საიტზე  ოქროზე აშშ დოლარში დაფიქსირებული ფასითა და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ლარის მიმართ დოლარის გაცვლის ოფიციალურად განსაზღვრული კურსით.

საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ საკოლექციოდ და სხვა საჭიროებისათვის გამოშვებული ლარის ბანკნოტების,მონეტების და ნუმიზმატიკური პროდუქციის რეალიზაცია ხორციელდება როგორ ქვეყნის შიგნით ისე მის ფარგლებს გარეთ, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2011 წლის 2 აგვისტოს  №6 დადგენილებით დამტკიცებული „ლარის ბანკნოტების/მონეტების, ოქროს ზოდებისა და ნუმიზმატიკური ფასეულობის რეალიზაციის შესახებ “ წესით განსაზღვრული პირობებისა და პრინციპის შესაბამისად. 

მომწოდებელი:

დატოვე კომენტარი