საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობა 135.6 მილიონი აშშ დოლარი (343.7 მლნ ლარი) იყო, რაც 11.4 პროცენტით (13.9 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის აგვისტოს ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი იმ 17 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ აგვისტოში 1 მილიონ აშშ დოლარს გადააჭარბა.

იმავე 17 ქვეყანაზე გასული წლის აგვისტოში მთელი ფულადი გზავნილების 93.6 პროცენტი მოდიოდა.


2018 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (48.0 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 19.4 მლნ აშშ დოლარისა (46.5 მლნ ლარისა) გასული წლის აგვისტოში.

ეროვნული ბანკი

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი