11 სექტემბერს, ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი სიტყვით გამოვიდა აზიის განვითარების ბანკის (ADB) მიერ ორგანიზებულ მესამე ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმზე, რომელშიც მონაწილეობენ ცენტრალური აზიის რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობის (CAREC) წევრი ქვეყნების წარმომადგენლები. როგორც ფინანსთა მინისტრმა განაცხადა, CAREC არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია

რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. “ჩვენ რამოდენიმე წელია შევუერთდით CAREC-ს. ეს არის რეგიონული თანამშრომლობის პლატფორმა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონში არსებული ეკონომიკური თანამშრომლობის ღია პოტენციალის გამოსაყენებლად. განსაკუთრებით ეს შეიძლება ითქვას ენერგეტიკის სფეროზე. ენერგეტიკულ სფეროში კოოპერაცია დიდ შესაძლებლობებს ქმნის რომელიც ერთდროულად პასუხობს ენერგეტიკულ

რესურსებზე ეფექტიანი და უსაფრთხო წვდომის უმნიშვნელოვანეს საკითხებს. ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პოტენციალის გასაძლიერებლად ენერგო კორიდორების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია ,” – განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა სიტყვით გამოსვლისას. აღსანიშნავია, რომ ენერგეტიკულ საინვესტიციო ფორუმში, რომელიც ბათუმში მიმდინარეობს ესწრება აზიის განვითრების ბანკის აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონული დირექტორი ლიბერნერ ლიპახი.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი