ციფრული ეკონომიკის ეპოქაში, ჩვენ გვაქვს ახალი მიზანი, ეს არის ციფრული საბაჟოს კონცეფცია – განაცხადა  ფინანსთამინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა, რომელიც ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში იმყოფებოდა, სადაც ტვირთებისა დასაქონლის საზღვრის კვეთისა და საბაჟო პროცედურები  ერთი ფანჯრის პრინციპით ხორციელდება, მომსახურება კი მომხმარებლისთვის კომფორტული და ხელმისაწვდომი სერვისების მიწოდებაზეა ორიენტირებული.

ფინანსთა მინისტრმა დაათვალიერა კონტეინერების გახსნისა და დათვალიერების ადგილი,  სატრანსპორტო საშუალებებისრენტგენოსკანერი, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მსუბუქი და სატვირთო ავტომანქანების შემოწმება, ასევე, გაეცნოსასაზღვრო-საკარანტირო, ფიტო-სანიტარული და ვეტერინალური კონტროლის პუნქტის საქმიანობას, გარდა ამისა, მინისტრი ფოთის ნავსადგურის წარმომადგენლებთან ერთად  გაეცნო კონტეინერების კონტროლის ჯგუფის სამუშაოპროცესს.

ფინანსთა მინისტრმა კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა, საბაჟო სამსახურების ეფექტიანად მუშაობის მნიშვნელობას როგორცადგილობრივი, ისე საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის მიმართულებით. აქცენტი გააკეთა საბაჟო სისტემაში დაგეგმილრეფორმებზე, რომელიც უკავშირდება საბაჟო სერვისების დიგიტალიზაციას, რაც გულისხმობს საბაჟოს ყველა სერვისისბიზნესისთვის ელეტქრონული ფორმით მიწოდების შესაძლებლობას.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი