13 სექტემბერს ევროკავშირის პროექტ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა განათლების და დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების ადვოკატირების და ლობირების შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა, სადაც „მაკდონალდს საქართველო 2017 წლის შშმ პირების ერთ-ერთ საუკეთესო დამსაქმებლის სტატუსით დააჯილდოვეს. „მაკდონალდსი საქართველოში ახალგაზრდების ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია. კომპანიამ ქართულ ბაზარზე 90-იან წლებში დაიწყო ოპერირება და დასაქმების სრულიად ახალი სტანდარტები დააწესა: „მაკდონალდსი პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელიც სტუდენტებს სასურველ სამუშაო გრაფიკს და საათობრივ ანაზღაურებას სთავაზობს — დღევანდელი მონაცემებით კომპანიაში 1000-მდე 20-22 წლის ახალგაზრდაა დასაქმებული; ღამის ცვლაში, ზედმეტ საათებზე და დღესასწაულებზე გაზრდილი სახელფასო მაჩვენებელი კი 20-50%-ია. „მაკდონალდსის მენეჯმენტის 70% დამწყები საფეხურიდან აღზრდილი კადრებითაა დაკომპლექტებული: კომპანია ახალგაზრდა თანამშრომლებს მენეჯმენტის საერთაშორისო კურსების და მუდმივი გადამზადების გზით რეალურ შანსს აძლევს, მმართველ პოზიციებზე დაწინაურდნენ; შედეგად, მაღალი რგოლის მენეჯერების უდიდესი წილი სწორედ საკუთარი მუშაობის ხარისხით, პრაქტიკით, უნარ-ჩვევებით და მუდმივი სწავლების დამსახურებით გაზრდილ კადრებზე მოდის. „მაკდონალდსი ახალგაზრდებს დასაქმების შანსს ყოველგვარი გამოცდილების და საკვალიფიკაციო მოთხოვნების გარეშე აძლევს, მათ განვითარებას კი თავად უზრუნველყოფს: მენეჯერებს პერიოდულად რესტორნების მართვის საერთაშორისო მენეჯმენტის განხრით გადამზადების საშუალება ეძლევათ. საქართველოში „მაკდონალდსის პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა, დღეს კი თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში 12 ობიექტითაა წარმოდგენილი. როგორც კომპანიის წარმომადგენლები აცხადებენ, სულ მალე „მაკდონალდსის რიგით მე-13 ობიექტი „გალერეა თბილისშიც გაიხსნება.


მომწოდებელი news.ge

დატოვე კომენტარი