კვლევითი ცენტრი PMCG ifo-ს ეკონომიკური კვლევის ინსტიტუტთან ერთად საქართველოს ეკონომიკური კლიმატის შესახებ ანალიზს აქვეყნებს, რომელიც 2018 წლის მეორე ნახევრის შესახებ მოლოდინებს შეეხება. 

კვლევაში 30-მდე ექსპერტებმა მიიღო მონაწილეობა, რომლებიც საქართველოს ძირითადი ეკონომიკური ინდიკატორების შესახებ აკეთებენ პროგნოზებს. შედეგად, ეკონომისტები 2018 წლისთვის მშპ-ის 4,7პროცენტი-იან ზრდას ელოდებიან. 

რაც შეეხება სხვა ძირითად მაჩვენებლებს, ექსპერტები მომდევნო 6 თვეში წლიურ ჭრილში ინფლაციის შემცირებას ელოდებიან. მათი შეფასებით, 2018 წლისთვის ინფლაციის მაჩვენებელი მოსალოდნელია - 3,7პროცენტი, 2023 წლისთვის კი 4,6პროცენტი. 

ექსპერტების შეფასებით, ასევე მოსალოდნელია, რომ ლარი დოლარის მიმართ მომდევნო 6 თვეში გაუფასურდება. ექსპორტისა და იმპორტის მოცულობა გაიზრდება, თუმცა, ეკონომისტები ექსპორტის უფრო მეტად ზრდას პროგნოზირებენ, რაც სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს. 

ამავე კვლევაში აღნიშნულია, რომ 2018 წლის მესამე კვარტალში ეკონომისტების მოლოდინები გაუარესდა წინა 2 კვარტალთან შედარებით, თუმცა, გაუმჯობესდა 2017 წლის მესამე კვარტალთან შედარებით. 

კვლევა, რომელშიც მონაწილეობა 30-მდე ექსპერტმა მიიღო, ივლისშია ჩატარებული.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი