Amazon-ის საბაზრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს მიაღწია. კომპანიის ფასი ერთ წელიწადში გაორმაგდა. ინფორმაციას CNBC ავრცელებს.

ეს იმის შედეგად მოხდა, რომ Amazon-ის ერთი აქციის ღირებულებამ ბირჟაზე გარკვეული დროით 2050,5 დოლარს მიაღწია. მოგვიანებით ფასი 2036 დოლარამდე დაეცა.

2017 წლის სექტემბერში Amazon-ის საბაზრო ფასი დაახლოებით 470 მილიონ დოლარს შეადგენდა. ერთი წლის განმავლობაში კომპანია ორზე მეტად გაძვირდა.

Amazon-ი მესამე კომპანია გახდა მსოფლიოში, რომლის საბაძრო ღირებულებამ ტრილიონ დოლარს გადააჭარბა. Apple-ის კაპიტალიზაციამ ამ ნიშნულს აგვისტოს დასაწყისში მიაღწია. 2007 წელს რამდენიმე საათის განმავლობაში ტრილიონი დოლარი ღირდა ჩინური კომპანია PetroChina.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი