ახალი რეგულაციის თანახმად, სესხებზე მაქსიმალური წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100-დან 50 პროცენტამდე მცირდება.

12-თვიანი სესხის მოცულობა 1 000 ლარია, წლიური 100-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში, თვეში გადასახდელი თანხა დაახლოებით 115 ლარს შეადგენს, 50-პროცენტიანი საპროცენტო განაკვეთის შემთხვევაში კი, 99.5 ლარი იქნება.

1 სექტემბრიდან ასევე იცვლება ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესი. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით კი, მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

ახლა მოქმედი წესით, ეს მაჩვენებელი წლიური 150პროცენტი-ია. 

ბოლო მონაცემებით, ივლისში კომერციულ ბანკებში ვადაგადაცილებული სესხები 1.6 მლნ ლარით შემცირდა და 382.1 მლნ ლარს გაუტოლდა. ასეთი სესხების წილი კომერციული ბანკების მთლიან საკრედიტო პორტფელში 1.6პროცენტი-ს შეადგენს და ბოლო ორი თვეა ეს მაჩვენებელი უცვლელია. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი