საქართველოში მოქმედი სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგება ერთ კვარტალში თითქმის გაორმაგდა. სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ, 2018 წლის II კვარტალში 16,34 მილიონი ლარი იყო, მაშინ როცა I კვარტალში ეს მაჩვენებელი 7,57 მილიონ ლარს შედგენდა. ამის შესახებ დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებიდან ირკვევა.

წმინდა მოგების კუთხით ზრდა ფიქსირდება წლიურ ჭრილშიც. კერძოდ, დაზღვევის ზედამხედველობის სამსახურის ოფიციალური მონაცემებით მიხედვით, 2018 წლის II კვარტლის მონაცემი, 2017 წლის II კვარტლის მონაცემს 13,91 მილიონი ლარით აღემატება.

ოფიციალური მონაცემებით, მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში გაზრდილია დარგის მიერ მოზიდული პრემიის ოდენობა, აქტივები და სადაზღვევო კომპანიების კაპიტალიც.
კერძოდ, 2018 წლის II კვარტალში სადაზღვევო კომპანიების მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 295,28 მლნ ლარი შეადგინა, I კვარტალში ეს მაჩვენებლი 164,39 მლნ ლარი იყო.

II კვარტლის მონაცემებით, სადაზღვევო კომპანიების აქტივები 699,37 მლნ ლარია, ხოლო მათივე კაპიტალი 180,69 მლნ ლარი.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში კომპანიებმა ყველაზე მეტი სადაზღვევო პრემია სამედიცინო დაზღვევის სფეროდან მოიზიდეს.

მოზიდული პრემიის ოდენობით ხუთეულში სახმელეთო სატრანსპორტო საშუალებათა დაზღვევა (45,36 მლნ ლარი), ქონების დაზღვევა (41,16 მლნ ლარი), სიცოცხლის დაზღვევა (19,01 მლნ ლარი) და სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევაა(12,86 მლ ლარი).

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი