პირველი სექტემბრიდან სამოქალაქო კოდექსში ცვლილებები შედის. ახალი რეგულაციებით ნახევრდება ვადაგადაცილებულ სესხზე ყოველდღიურად დასარიცხი ჯარიმის ოდენობა.

ასევე საფინანსო ორგანიზაციებს ულიმიტოდ აღარ შეეძლებათ ჯარიმებისა და საურავების დარიცხვა. ჯარიმების დაანგარიშება კი მხოლოდ დარჩენილი, ძირი თანხიდან მოხდება.

კერძოდ, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100პროცენტი-დან 50პროცენტი-მდე მცირდება. რაც შეეხება ვაგადაცილებულ სესხებს, სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. 

ახალი ცვლილებების შემდეგ, მომხმარებელს სესხის მომსახურება უნდა გაუიაფდეს.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი