მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ასოციაციის თავმჯდომარე ბესიკ შენგელია მისოების მოგების შემცირების 2 ძირითად მიზეზზე საუბრობს. როგორც ის bm.ge-სთან აცხადებს, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს დარტყმა მიაყენა რეგულაციამ, რომელმაც პირველ ეტაპზე სესხის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100პროცენტი-მდე შეამცირა. 

ბესიკ შენგელიას თქმით, ასევე მიკროსაფინანსო ორგანიზაციებს გაუძვირდათ ლარის რესურსი, რაც განსაკუთრებით 2018 წლის პირველ კვარტალში დაფიქსირდა.

„ლარის რესურსის გაძვირების მიზეზი კი იყო რეგულაცია, რომლის მიხედვითაც 100 ათას ლარამდე სესხების გაცემა მხოლოდ ლარში ხდება. განსაკუთრებით 2018 წლის პირველ კვარტალში საშუალოდ 2პროცენტი-ით გაძვირდა ლარის რესურსი. მისოებისთვის კი ლარის რესურსის ძირითადი მიმწოდებლები იყვნენ კომერციული ბანკები“,- აცხადებს ბესიკ შენგელია. 

მისივე პროგნოზით, სექტორში მოგების შემცირებას კიდევ უნდა ველოდოთ, ერთი მხრივ იმის გამო, რომ პირველი სექტემბრიდან სესხებზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 50პროცენტი-მდე დაიწევს და მეორე მხრივ, მოსალოდნელი რეგულაციები შეამცირებს მოგებას. ბესიკ შენგელიას თქმით, ჯერ კიდევ არ არის დაზუსტებული რა ფორმით ამოქმედდება რეგულაცია, რომელიც სესხების გაცემაზე გარკვეულ შეზღუდვებს აწესებს და დამატებითი დოკუმენტაციის მოძიებას სავალდებულოს ხდის. საუბარია რეგულაციაზე, რომლებიც ბანკებისთვის 7 მაისიდან არის ამოქმედებული. 

წლის II კვარტალში საქართველოში მოქმედმა მიკროსაფინანსო ორგანიზაციებმა 17 მლნ ლარის წმინდა მოგება მიიღეს. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მისოების მოგება 14.9 მლნ ლარით არის შემცირებული.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი