2018 წლის 1 სექტემბრიდან სესხის გამცემი ორგანიზაციებისთვის წესები იცვლება. კერძოდ კი, სესხის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 100პროცენტი-დან 50პროცენტი-მდე მცირდება.  ინფორმაციას bpn.ge ავრცელებს.

სამოქალაქო კოდექსის თანახმად, იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხის ხელშეკრულებაში მითითებული, მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი, სესხით სარგებლობასთან დაკავშირებული ხარჯების (გარდა სანოტარო წესით იპოთეკის დამოწმებასთან და იპოთეკის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯებისა) ჩათვლით, არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე ყოველთვიურად გამოქვეყნებული კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების საბაზრო საპროცენტო განაკვეთების წინა კალენდარული წლის საშუალო არითმეტიკულის 2.5-მაგი ოდენობის ერთ მეთორმეტედს, რომელიც ძალაშია ყოველი წლის 1 მარტიდან.

1 სექტემბრიდან ასევე იცვლება ვადაგადაცილებული სესხების დაანგარიშების წესი. სესხის ხელშეკრულების ნებისმიერი პირობის დარღვევის გამო, მსესხებლისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული/დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა თითოეულ დღეზე სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის 0.27 პროცენტს არ უნდა აღემატებოდეს. შესაბამისად, სანქციის ოდენობა წლიურად 98.55 პროცენტზე მეტი არ უნდა იყოს. სამოქალაქო კოდექსის მოქმედი რედაქციით კი, მსესხებლისთვის თითოეულ დღეზე დაკისრებული პირგასამტეხლოს და ნებისმიერი ფორმის ფინანსური სანქციის ოდენობა ჯამურად არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის წლიურ 150 პროცენტს.

ახლა მოქმედი წესით, ეს მაჩვენებელი წლიური 150პროცენტი-ია. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი