საქართველოს ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, 2018 წლის მე-2 კვარტალში, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების მიერ დასაკუთრებული უძრავ-მოძრავი ქონების მოცულობამ 20.9 მილიონი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 5.5 მილიონით მეტია. 2017 წლის მეორე კვარტალში დასაკურებული ქონება 15.4 მილიონი ლარი იყო.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, მეორე კვარტალში 2018 წლის პირველ სამ თვესთან შედარებით დასაკუთრებული ქონების მოცულობა 4.3 მილიონი ლარით გაიზარდა. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა ბოლო წლების განმავლობაში, რამდენადაც ეს ყოველთვის საშუალოდ 1-1.5 მილიონი ლარით იზრდებოდა. 2018 წლის პირველ კვარტალში მიკროსაფინანსოების მიერ დასაკუთრებული ქონების მოცულობამ 16,6 მილიონი ლარი შეადგინა. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი