2018 წლის პირველი აგვისტოს მდგომარეობით, საქართველოში 18 კომერციული ბანკია. მათ შორის 14 საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით არის. ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს.

ეროვნული ბანკის ცნობით, ივლისში, ივნისთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 53.4 მილიონი ლარით, (0.1პროცენტი-ით) გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 0.2პროცენტი იყო) და 2018 წლის პირველი აგვისტოსათვის 35.7 მილიარდ ლარს გადააჭარბა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.6 მილიარდი ლარია,  რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13პროცენტი-ია. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი