იანვარ-ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. აქედან ყველაზე მეტი - 431 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა ივლისში, რაც 13.7პროცენტი-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს. ყველაზე მეტად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მარტში გაიზარდა და ზრდამ 28.9პროცენტი შეადგინა. 

იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9პროცენტი-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა+15.1პროცენტი-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751 შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21პროცენტი) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4პროცენტი), რუსეთიდან (+24.1პროცენტი) თურქეთიდან (+20.4პროცენტი) და სომხეთიდან (+2.1პროცენტი) შედგა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი