31 ივლისის მდგომარეობით, საქართველოში მოქმედ 15 კომერციულ ბანკში არსებული დეპოზიტების საერთო მოცულობა 21 290 572 696 ლარს შეადგენს. მათ შორის, ფიზიკური პირების დეპოზიტები 10 989 864 446 ლარია (ეროვნულ ვალუტაში - 2 790 476 360 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 8 199 388 086 ლარის ეკვივალენტი), ხოლო იურიდიული პირების - 10 300 708 250 ლარი (ეროვნულ ვალუტაში - 5 595 753 090 ლარი, უცხოურ ვალუტაში - 4 704 955 160 ლარის ეკვივალენტი). 

საქართველოში მოქმედი დეპოზიტების დაზღვევის სისტემით დაზღვეული დეპოზიტების მოცულობა სულ 1 600 620 451 ლარს შეადგენს, მათ შორის ეროვნულ ვალუტაში დაზღვეულია 972 103 507 ლარის მოცულობის დეპოზიტები, ხოლო უცხოურ ვალუტაში - 628 516 944 ლარის ეკვივალენტი. 

“დეპოზიტების დაზღვევის სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის და „კომერციული ბანკების მიერ გადასახდელი რეგულარული სადაზღვევო შენატანების ბაზის დაანგარიშების და რეგულარული სადაზღვევო შენატანის გადახდის პროცედურების შესახებ” ინსტრუქციის შესაბამისად, საქართველოში მოქმედი 15 კომერციული ბანკისთვის ივლისის თვის რეგულარული სადაზღვევო შენატანის ჯამურმა ოდენობამ 1 295 079,05 ლარი შეადგინა, რომელიც ბანკებმა აგვისტოში დაფარეს. 

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი