მთავრობის ამოცანაა, იყოს ყველაზე ეფექტურად ინტეგრირებული გლობალურ ეკონომიკაში და მეორე მხრივ, გარე ფაქტორების მიმართ ქვეყანაში მოწყვლადობის დონე შემცირდეს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ბევრი არგუმენტი მომისმენია, რომ ამ ორივე მიზნის მიღწევა წარმოუდგენელია, რაც რეალობას არ შეესაბამება. ამის ძალიან კარგი მაგალითია, რაც მოხდა ბოლო დღეებში, - განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მანამდე, ეროვნულმა ბანკმა მაკროეკონომიკური საპროგნოზო სცენარები გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია ლარი-დოლარის ნომინალურ გაცვლით კურსზეც.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი