2018 წლის ივლისში საქართველოში 144.2 მლნ აშშ დოლარის (352.9 მლნ ლარი) ფულადი გზავნილები შემოვიდა, 19.3% (23.3 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 

საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8% იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. 

ქვეყნების ხუთეულის სათავეშია რუსეთი. შემდეგ მოდის იტალია, საბერძნეთი, აშშ და ისრაელი. 

იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.8% მოდიოდა. 

ამასთან, სებ-ის იფორმაციითვე, 2018 წლის ივლისში საქართველოდან საზღვარგარეთ 18.9 მლნ აშშ დოლარი (46.3 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 15.8 მლნ აშშ დოლარისა (38.0 მლნ ლარისა) გასული წლის ივლისში.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი