აჭარის ტურისტული პროდუქტების შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს პოლონელი ჟურნალისტები ამზადებენ. ისინი რეგიონს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით სტუმრობდნენ. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტებმა ბათუმის ტურისტული ღირსშესანიშნაობები,

ბათუმის ბოტანიკური ბაღი, გონიო-აფსაროსის ციხე-მუზეუმი და მთიანი აჭარა დაათვალირეს. ისინი ასევე, გაეცნენ ქართულ ფოლკლორსა და ადგილობრივ სამზარეულოს. წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში სამიზნე ქვეყნებიდან 25-მდე პრეს და ინფოტური განხორციელდა, რომელთა ფარგლებშიც აჭარის ტურისტულ პოტენციალს წამყვანი მედიასაშუალებებისა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები გაეცნენ.

პოლონეთი აჭარისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა, სადაც რეგიონის პოპულარიზაცია აქტიურად მიმდინარეობს გარე რეკლამის, ონლაინ რეკლამისა და სხვა სარეკლამო არხების გზით. მზარდია პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების რაოდენობაც. 2018 წლის 6 თვის მონაცემებით, პოლონეთიდან აჭარაში მოგზაურების ვიზიტები 25%-ითაა გაზრდილი.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი