საქსტატის დაზუსტებული მონაცემებით, საქართველოში განხორციელებული პირდაპირი უცხოური 
ინვესტიციების მოცულობამ 2017 წელს 1888.8 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 20.6 პროცენტით 
აღემატება 2016 წლის მონაცემებს და 1.4 პროცენტით მეტია 2017 წლის წინასწარ მონაცემებზე.

2017 წელს რეინვესტიციის წილმა მთლიანი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების 34.9 პროცენტი შეადგინა. სამი უმსხვილესი ინვესტორი ქვეყნის წილი პირდაპირი უცხოური ინვესტიციების საერთო მოცულობაში, 2017 წლის დაზუსტებული მონაცემებით, 58.7 პროცენტია.

პირველ ადგილზე აზერბაიჯანია - 24.6 პროცენტით, მეორეზეა ნიდერლანდები 18.9 პროცენტით, ხოლო მესამე თურქეთი - 15.2 პროცენტით.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი