2018 წლის ივლისში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 144.2 მილიონი  დოლარი, (352.9 მილიონი ლარი) შეადგინა, რაც 19.3 პროცენტით (23.3 მილიონი დოლარით) მეტია 2017 წლის ივლისის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 92.8 პროცენტი იმ 16 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ ივლისში მილიონ დოლარს გადააჭარბა. იმავე 16 ქვეყანაზე გასული წლის ივლისში მთელი ფულადი გზავნილების 93.8 პროცენტი მოდიოდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი