მთელ მსოფლიოში განვითარებადი ქვეყნების ადგილობრივი ვალუტის კურსი ეცემა - ჩინური იუანით დაწყებული, დასრულებული არგენტინული პესოთი. ეს თავისთავად სიახლე არ არის, რადგან დოლარი მათ მიმართ ამ წლის დასაწყისიდან მყარდება.

მაგრამ აგვისტოში პროცესი მკვეთრ ვარდნას დაემსგავსა. ასე მაგალითად, თურქულმა ლირამ ერთ დღეში 18% დაკარგა (წლის განმავლობაში - 45%), რაც დაკავშირებულია როგორც თურქული ეკონომიკის პრობლემებთან, ასევე ანკარას და ვაშინგტონის ჩხუბთან. ინვესტორები ხედავენ, თუ როგორ ხისტად აწარმოებს დონალდ ტრამპი მოლაპარაკებებს სხვა ქვეყნებთან - და ადგილობრივ ვალუტას ყიდიან.

ამ ყველაფერს კი მთლიანობაში განვითარებადი ქვეყნების ვალუტების კურსის ვარდნა მოსდევს, და იმ ქვეყნებისაც, რომლებსაც აშშ-სთან არ უჩხუბიათ - ინდონეზიის, არგენტინის, სამხრეთ აფრიკის, ინდოეთის და სხვა ქვეყნების. ინვესტორები თავს იზღვევენ და სარისკო აქტივებს გაურბიან.

ზოგიერთები ამ პროცესში 1997-1998 წლების კრიზისის გამეორებაზე მინიშნებას ხედავენ, სხვებს კი მიაჩნიათ, რომ საშიშია არაფერია და გლობალური კრიზისი არ იქნება.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი