Bloomberg-ის სავაჭრო პლატფორმაზე 12:00 საათისთვის 1 დოლარი 2.62 ლარად ივაჭრებოდა, მაგრამ რამდენიმე წუთში უკვე ვაჭრობა 2.63-ზე გაგრძელდა.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, დღეს ერთი დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.56 ლარია.

სავალუტო ჯიხურებში კი 1 დოლარი 2.59-2.62 ლარის ფარგლებში მერყეობს.

საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის პროგნოზით,  2018 წლის ბოლოსთვის ლარი 2.70-ის ფარგლებში იმერყევებს, რაც წინა პროგნოზზე - 2.60 ნიშნულზე მაღალია.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი