2018 წლის ივლისში საქართველოში საერთაშორისომოგზაურთა 1,039,027 ვიზიტი შედგა. ზრდა წინა წლისანალოგიურ პერიოდთან შედარებით +10.5%-ია. საერთაშორისო ვიზიტორების მიერგანხორციელებულმა ვიზიტების რაოდენობამ 845,588 შეადგინა, ზრდა +10.7%-ია. ტურისტული ვიზიტებისრაოდენობამ 564,977 შეადგინა, რაც 73,694-ით მეტია2017 წლის ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +15%). მონაცემები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისსამინისტროს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასშინაგან საქმეთა სამინისტრომ მიაწოდა. ყველაზე მეტისაერთაშორისო ვიზიტი რუსეთიდან (+13.8%), აზერბაიჯანიდან (+9.8%),თურქეთიდან (+20.5%)დასომხეთიდან (-4.2%) შედგა. პოზიტიური ტენდენციანარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნებისმიმართულებიდან, საიდანაც საქართველოშისაერთაშორისო ვიზიტების ზრდის კუთხითგამოირჩეოდნენ: რუმინეთი +260%, ესტონეთი +83%, გერმანია +59%, ჩეხეთი +56%, ნიდერლანდები +55%, გაერთიანებული სამეფო+44%, პოლონეთი+42% დასხვა. განსაკუთრებული ზრდა დაფიქსირდა შემდეგიქვეყნებიდან: ჩინეთი +115%, კორეის რესპუბლიკა+83%, ბელარუსი +55%.ამერიკის შეერთებულიშტატები +54%, საუდის არაბეთი +44% და სხვა. 2018 წლის იანვარი-ივლისის თვის მონაცემებითსაქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურპერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისოვიზიტების რაოდენობამ 3,843,036 შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტებისრაოდენობამ 2,498,751შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა+21%) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტიაზერბაიჯანიდან (+10.4%),რუსეთიდან(+24.1%)თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა. პოზიტიური ტენდენცია ნარჩუნდებაევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან,

საიდანაცსაქართველოში საერთაშორისო ვიზიტორებისვიზიტების რაოდენობის ზრდის კუთხითგამოირჩეოდნენ: ესტონეთი +102%, ესპანეთი +54%, გაერთიანებული სამეფო +50%, ნიდერლანდები+49%,ჩეხეთი +49%, გერმანია +48%, ლატვია +44%, საფრანგეთი +36% და სხვა. განსაკუთრებული ზრდადაფიქსირდა შემდეგი ქვეყნებიდან: კორეისრესპუბლიკა +143%, ჩინეთი +92%, საუდის არაბეთი+67%,ქუვეითი 49% და ბელარუსი +43%. ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი ტურიზმი, ეკონომიკის მნიშვნელოვანი სექტორი წინასწარიმონაცემებით 2018 წლის იანვარი-ივნისისმდგომარეობით შემოსავალი უცხოური ტურიზმიდანსაქართველოში შეადგენს 1,661 მილიონ დოლარს(ზრდა +28.9%), რაც 305 მილიონით მეტია წინა წლისანალოგიურ მაჩვენებელზე.

2018 წლის პირველიკვარტლის მდგომარეობით შემოსავალი უცხოურიტურიზმიდან საქართველოში შეადგენს 551 მილიონდოლარს (ზრდა +29.4%), რაც 125 მილიონით მეტიაწინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. 2017 წლისჯამური მონაცემებით შემოსავალი უცხოურიტურიზმიდან საქართველოში შეადგენდა 2.7 მილიარდ (2,704,339,872) დოლარს (ზრდა +28.1%), რაც594 მილიონი დოლარით მეტია წინა წლისანალოგიურ მაჩვენებელზე. ტურიზმის წილი მთლიანშიდა პროდუქტში 2018 წლის პირველი კვარტლისმონაცემებით შეადგენს 6.8%-ს. ზრდა წინა წელთანშედარებით +16.6%-ია. 2017 წლის ჯამურიმონაცემებით წილმა მთლიან შიდა პროდუქტში 6.9% შეადგინა. ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთანშედარებით +13%.

წყარო: news.ge

დატოვე კომენტარი