დღგ-ის ზედმეტობის სახით, დაახლოებით, 238 მილიონი ლარია დაბრუნებული, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, 6 თვეში მნიშვნელოვანი, 163 მილიონიანი გადაჭარბებით შესრულდა საგადასახადო შემოსავლები.

„ჩვენ დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ივლისშიც გვექნება გადაჭარბება და შესაბამისად, ეს მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზრდება. ასევე, მინდა ხაზი გავუსვა დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების ტენდენციას.

გასულ სრულ წელს, დღგ-ის ზედმეტობის სახით დაბრუნებული იყო 224 მლნ ლარი, რაც თავის მხრივ, არ იყო დაბალი მაჩვენებელი, მაგრამ არასრულ 7 თვეში, უკვე მნიშვნელოვნად გადავაჭარბეთ გასული წლის მაჩვენებელს, რაც ასევე, დამატებითი წყაროა საგადასახადო შემოსავლების გადაჭარბებით შესრულებისთვის, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ნიკოლოზ გაგუამ. მისი თქმით, ასევე, მნიშვნელოვანია დადებითი დინამიკა ინფლაციის კუთხით.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი