დედაქალაქის მასშტაბით მიმდინარე შემოწმებების ფარგლებში, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების რეგისტრაციისა და რეგულირების წესის მოთხოვნათა დარღვევების გამო, 36 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმდა, ხოლო 68 პუნქტს ფულადი ჯარიმა დაეკისრა. 

ადრეც იყო შემთხვევა, როდესაც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა დარღვევების გამო შეუჩერა ლიცენზია სავალუტო ჯიხურებს და შეუწყიტა საქმიანობა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევის გამო თბილისში არსებულ 28 ვალუტის გადამცვლელ პუნქტს რეგისტრაცია გაუუქმა. 

აღნიშნული პუნქტების საქმიანობა ისეთი მნიშვნელოვანი დარღვევებით მიმდინარეობდა, როგორებიცაა იდენტიფიკაცია-ვერიფიკაციის პროცესების არაჯეროვნად განხორციელება, შიდა კონტროლის სისტემის არარსებობა და სხვა. გარდა მითითებული გარემოებებისა, ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობა ხშირად ხდებოდა მომხმარებელთა უკმაყოფილების მიზეზი. კერძოდ, სავალუტო პუნქტების მიერ არ ხდებოდა მომხმარებელთათვის ინფორმაციის მიწოდება გაცვლით კურსებთან დაკავშირებით. ამავე დროს, ხორციელდებოდა ტრანზაქციის საკომისიო გადასახადით დაბეგვრა ან/და გარიგების საყურადღებო კურსით განხორციელება, მომხმარებლის წინასწარი ინფორმირების გარეშე. 

რა ჯარიმებთან შეიძლება სავალუტო პუნქტს ჰქონდეს საქმე:

ი) იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის პროცედურებით გათვალისწინებული შესაბამისი ზომების განხორციელების გარეშე ნებისმიერი პირისათვის მომსახურების გაწევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი)ლარის ოდენობით, თითოეულ პირთან მიმართებაში;

კ) პოლიტიკურად აქტიურ პირთან დაკავშირებული ვალდებულებების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 10,000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, თითოეულ ასეთ პირთან მიმართებაში;

ლ) ინფორმაციის (დოკუმენტების) აღრიცხვისა და შენახვისათვის დადგენილი მოთხოვნების დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში – 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, დარღვევის თითოეულ ფაქტზე;

საქართველოს ეროვნული ბანკი მომავალშიც, პერიოდულად განახორციელებს შემოწმებას და მიიღებს შესაბამის ზომებს მომხმარებელთა უფლებების დასაცავად და ვალუტის გადამცვლელი პუნქტების საქმიანობის კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად. 

ამასთან, ეროვნული ბანკი კიდევ ერთხელ მოუწოდებს მომხმარებლებს, რომ ვალუტის გადაცვლის ოპერაციის განხორციელებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული ყურადღება და ტრანზაქციის შესრულებამდე გადაამოწმონ გაცვლით კურსთან და მომსახურების საკომისიოსთან დაკავშირებული ინფორმაცია.

წყარო: https://www.nbg.gov.ge/index.php?m=2

დატოვე კომენტარი