კრიპტოვალუტებით მოვაჭრე ერთ-ერთ უმსხვილეს პლატფორმა Coinbase-ს ახალი ფუნქცია დაემატა. ამის შესახებ The Verge-ი წერს. 

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ საკუთარ ანგარიშზე არსებული კრიპტოვალუტა სხვადასხვა ბრენდების სასაჩუქრე ბარათებში გაცვალონ. 

ჩამონათვალში ისეთი ცნობილი კომპანიები მოხვდა, როგორებიც Nike-ი, Tesco და Uber-ია. 

თავდაპირველად მომსახურება ევროპის ხუთ ქვეყანასა და ავსტრალიაში იქნება ხელმისაწვდომი. 

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი