ბანკების გამოწვევაა, რომ ფიზიკური პირების დაკრედიტება უფრო მაღალია, ვიდრე ბიზნესის,- ამის შესახებ bm.ge-ს „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტმა გოგიტა ცუცქირიძემ განუცხადა. 

მისი თქმით, დაახლოებით 6 წლის წინ ტრენდი იყო განსხვავებული და ბიზნესის დაკრედიტება დაახლოებით 57% იყო, დღეს კი პირიქითაა. 

„ფიზიკური პირების დაკრედიტების ზრდის ტემპები გაცილებით მაღალია, ვიდრე ბიზნესსექტორის. თუ ადრე ბიზნეს სესხების წილი იყო 57%, ახლა 56% მოდის საცალო დაკრედიტებაზე. ეს არის გამოწვევა საბანკო სექტორისთვის“,- აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე. 

მისივე თქმით, ქვეყანაში ჭარვბვალიანობის პრობლემა არ დგას, უბრალოდ, რისკებია გაზრდილი.

„ჭარბვალიანობა არის ისეთი მდგომარეობა, როდესაც ადამიანები გრძელვადიან პერიოდში ვერ იხდიან სესხებს. ეს უნდა აისახოს პრობლემური სესხების ნაწილზე, მაგრამ ამჟამად მსგავსი ტენდენცია არ გვაქვს“,- ამბობს გოგიტა ცუცქირიძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი