ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შემცირების შემდეგ მიკროსაფინანსოების ნაწილი გამსხვილდება, ნაწილი გავა ბაზრიდან,- ამის შესახებ „საქართველოს ბანკების ასოციაციის“ ვიცეპრეზიდენტი გოგიტა ცუცქირიძე bm.ge-სთან აცხადებს. ასე აფასებს ცუცქირიძე მოსალოდნელ რეგულაციებს, რომლის მიხედვითაც ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარი სესხებზე 100%-დან 50%-მდე უნდა შემცირდეს. 

„პირველი შეზღუდვები ონლაინ კომპანიებს დაუკავშირდა და ამან გარკვეული ეფექტი გამოიღო - ნაწილი გადაკეთდა მიკროსაფინანსოებად. 

მეორე ეტაპი არის ის, რომ ქვევით იწევა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზღვარი, 100%-დან 50%-მდე. ესეც გამოიწვევს ცვლილებებს: მიკროსაფინანსოების ნაწილი გამსხვილდება, ნაწილი გავა ბაზრიდან. 

ზოგადად, როდესაც ჭარბვალიანობაზე ვსაუბრობთ, ეს არ არის მხოლოდ ბანკების პრობლემა. ლომბარდები, მიკროსაფინანსოების ნაწილი და ონლაინ სესხები ძალიან მაღალ პროცენტში გასცემდნენ სესხებს, ჭარბვალიანობის ერთ-ერთი ინდიკატორი ესეც იყო, რომ ადამიანები იღებდნენ იმაზე მეტ ვალს, ვიდრე შეეძლოთ რომ აეთვისებინათ. ასიმეტრია უნდა შეცვლილიყო. დღეს რეგულაცია უწესდება ყველას. ამიტომ საუბარი - უნდა დაწესებულიყო თუ არა ადრე ეს რეგულაციები - შეიძლება ლოგიკური იყოს“,- აცხადებს გოგიტა ცუცქირიძე.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი