გასულ კვირას, სავაჭრო სესიების დროს ლარში მხოლოდ “ლიბერთი ბანკმა“ დადო გარიგებები, რომელთა ღირებულება 98 ლარი იყო 2675 აქციის გასხვისების შემდეგ.
რაც შეეხება დოლარში განხორციელებულ გარიგებებს, „m2 უძრავმა ქონებამ“ 19 აქცია გაყიდა, თითო 1045 დოლარად და შესაბამისად 19 859 დოლარი გამოიმუშავა.

არასაბირჟო გარიგებების დროს არც დოლარში და არც ეროვნულ ვალუტაში არც ერთი აქტივობა არ ყოფილა.

საქართველოს საფონდო ბირჟის საბაზრო კაპიტალიზაციის ახალი მონაცემები ჯერ-ჯერობით კვლავ არ გამოქვეყნებულა ოფიციალურ ვებ-გვერდზე. ის ხელმისაწვდომი 31 ივლისს გახდება. ძველი მონაცემებით, კაპიტალიზაცია 2 მილიარდ 440 მილიონი ლარია. ბირჟის ინდექსი, GSX კი კვლავ შემცირდა და 156 პუნქტიდან 151-მდე ჩამოვიდა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი