ეროვნული ბანკის ინფორმაციით, პირველი ივლისის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი, მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. ინფრმაცია ეროვნული ბანკის ვებგვერდზე ვრცელდება.

ივნისში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 413.6 მილიონი ლარით, ანუ 1.2 პროცენტით გაიზარდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე ზრდამ 1.6 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი ივლისისათვის 35.7 მლრდ ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.7 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.2 პროცენტია.

დატოვე კომენტარი