ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა უცხოური ვალუტით მოზიდულ მოკლევადიან (ერთ წლამდე ნარჩენი ვადიანობის) სახსრებზე მინიმალური სარეზერვო ნორმის 20-დან 25%-მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო. მიზეზად მომავალში ფინანსურ სტაბილურობაზე მოქმედი შესაძლო რისკების შერბილება სახელდება. 

ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება რეფინანსირების განაკვეთის 25 საბაზისო პუნქტით შემცირების შესახებ. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება იმაზე უფრო ნელი ტემპით გაგრძელდება, ვიდრე ეს წინა პროგნოზით იყო ნავარაუდევი. მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 7.0 პროცენტს შეადგენს.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი