ამერიკული კრიპტოვალუტის გადამცვლელი კომპანია Coinbase მომხმარებლებს ახალ სერვისს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც კრიპტოვალუტის და ე.წ "Digital Gift Card"-ის მეშვეობით, ისინი შეძლებენ სხვადასხვა პროდუქტისა და მომსახურების მიღებას. Bloomberg-ის მიხედვით, Coinbase-მა საკუთარი "საფულის სერვისის" ინტეგრირება მოახდინა ლონდონურ ონლაინ სასაჩუქრე ბარათის პლატფორმა WeGift-თან, რომლის შემდეგაც ადამიანები შეძლებენ კრიპტოვალუტით 120 სავაჭრო დაწესებულებებში პროდუქციის შეძენას, მათ შორის : Carrefour, Uber, Tesco, Google Play, Costa, M&S და სხვა.  არსებული სიახლე ეხება ისეთ კრიპტოვალუტებს, როგორიცაა : Bitcoin, Bitcoin cash, Litecoin და ethereum.
სერვისი ჯერ-ჯერობით მხოლოდ დიდი ბრიტანეთში, საფრანგეთში, ესპანეთში, ნიდერლანდებსა და იტალიაში იქნება ხელმისაწვდომი.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი