აზერბაიჯანული კომპანია Socar-ის შვილობილი, Socar Energy Georgia 2018 წელს საქართველოში 7 მილიონი ლარის ინვესტიციას ჩადებს. კომპანიამ საინვესტიციო გეგმა ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

როგორც აზერბაიჯანულ გამოცემა Trend-ს კომპანიის გენერალურმა დირექტორმა მაჰირ მამედოვმა განუცხადა, საინვესტიციო სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ისიც, რომ აზერბაიჯანულმა კომპანია Socar-მა საქართველოში მოქმედ შვილობილ კომპანიაში საკუთარი წილი 51%-დან 75,51%-მდე გაზარდა.

წყარო: www.imedinews.ge

დატოვე კომენტარი