კომერციული ბანკების მიერ მიმდინარე წლის 6 თვეში, მოგების გადასახადის სახით 55 მილიონ 490 ათასი ლარია გადახდილი, რაც წინა წლის ანალიგიურ პერიოდს 8% ით აჭარბებს. ყველაზე მეტი მოგების გადასახადი -90,5 მილიონი ლარი, კომერციულმა ბანკებმა 2017 წელს გადაიხადეს. 2016 წელს ეს ციფრი 79,3 მილიონი იყო, 2015 წელს 67,2 მილიონი, ხოლო 2014 წელს 79,9 მილიონი ლარი. 

შეგახსენებთ, რომ პარტია ,,ქართული ოცნების“ ხელმძღვანელმა ბიძინა ივაიშვლმა, საზოგადოებრივი მაუწყებლისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ ფორმით, რა ფორმითაც მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება გიორგი კვირიკაშვილს სურდა, ეფექტს ვერ გამოიღებდა და მეტიც „ბიუჯეტს დაანგრევდა“. 

ამასთან, ივანიშვილი ამბობს, რომ რეფორმა არ უნდა გავრცელებულიყო ბანკებზე. შეგახსენებთ, რომ საფინანსო სექტორზე მოგების გადასახადის რეფორმის ამოქმედება რამდენჯერმე გადავადდა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი