
2014 წლიდან 2018 წლის ივნისის ჩათვლის სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში ფარგლებში ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება 707 მლნ ლარია.
აღნიშნული ინფორმაცია BM.ge-მ სააგენტოდან „აწარმოე საქართველოში გამოითხოვა.
მათივე ინფორმაციით, პროექტის დაწყებიდან (2014 წლიდან) 30 ივნისის ჩათვლით, სულ 288 პროექტია დაფინანსებული. ბენეფიციარების რაოდენობის მხრივ, ხუთეულშია თბილისი (142), მცხეთა-მთიანეთი (24), ქვემო ქართლი და იმერეთი (23-23) და სამეგრელო-ზემო სვანეთი (18).
პროექტის - „აწარმოე საქართველოში დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, დაფინანსებული პროექტების რაოდენობა პარტნიორი კომერციული ბანკების მიხედვით ასე ნაწილდება:
„თიბისი ბანკი – 76 პროექტი
„პროკრედიტ ბანკი -49
„საქართველოს ბანკი – 47
„თიბისი ლიზინგი – 45
„ქართუ ბანკი – 22
„ვითიბი ბანკი – 18
„ბაზის ბანკი – 12
„ტერა ბანკი – 7
„საქართველოს სალიზინგო კომპანია – 4
„ხალიკ ბანკი – 3
„ბანკი რესპუბლიკა – 3
„პროგრეს ბანკი – 2.
გარდა ამისა, BM.ge-მ სააგენტოდან გამოითხოვა სტატისტიკური ინფორმაცია, „აწარმოე საქართველოში დაწყებიდან დღემდე ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით დაფინანსებული პროექტებისთვის (სააგენტოსთან თანადაფინანსების შესახებ ხელშეკრულების გაფორმებიდან გასულია 2 წელზე მეტი პერიოდი) სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადახდილი თანხის შესახებ; ბანკების ხუთეული ასე გამოიყურება:
„თიბისი ბანკი – 6,737,696 ლარი,
„პროკრედიტ ბანკი – 6,665,904 ლარი,
„ქართუ ბანკი – 4,036,602 ლარი,
„საქართველოს ბანკი – 2,856,169 ლარი
„თიბისი ლიზინგი – 1,472,374 ლარი.
რაც შეეხება იმ ბენეფიციარებს, რომელთა დაფინანსების დაწყებიდან ჯერ არ გასულა 2 წელი და სააგენტო ისევ აგრძელებს ბიუჯეტიდან მათთვის ბანკის პროცენტის გადახდას, ამ ნაწილში ბანკების ხუთეულის სათავეშია უკვე „საქართველოს ბანკი, რომელსაც ბიუჯეტიდან გადაერიცხა 4,050, 800 ლარი, მეორე ადგილზეა „თიბისი ბანკი 3,775,478 ლარით; მესამეზეა „პროკრედიტ ბანკი - 2,416,616 ლარით, მეოთხე პოზიციაზეა „ვითიბი ბანკი – 1,223,415 ლარით, მეხუთეზე კი - „ბაზისბანკი 1,223,519 ლარით.
რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილის ბანკს, „ქართუს ამ ნაწილში სააგენტომ ბიუჯეტიდან გადაურიცხა 655,958 ლარი პროექტის ბენეფიციარების თანადაფინანსებისთვის.
ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს სააგენტოს - „აწარმოე საქართველოში ფარგლებში სულ 14 700-ზე მეტი ახალი სამუშაო ადგილის შექმნა აქვს დაგეგმილი.
წყარო: www.bm.ge
3257