კაპიტალის ბაზრის რეფორმის ფარგლებში ეროვნულმა ბანკის ახალ რეგულაციებს საბროკერო კომპანიების ნაწილი დადებითად აფასებს. კომპანია VIP TRADE-ში აცხადებენ, რომ "საბროკერო კომპანიის ლიცენზირებისა და რეგულირების წესსა" და "მაღალი რისკების შემცველი ფინანსური ინსტრუმენტებით ვაჭრობაში ჩართული საბროკერო კომპანიების დამატებითი რეგულირების წესი“ ბაზარზე სიტუაციას უფრო სანდოს გახდის, რაც ინვესტორების დაინტერესებას ხელს შეუწყობს. 

"ამ ბაზარზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, თუმცა ინვესტორებს ჰქონდათ კითხვები სანდოობასთან დაკავშირებით. ასევე იყო ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობა და დამწყები ტრეიდერი ვერ არჩევდა რა კრიტერიუმებით უნდა ეხელმძღვანელა და რა უნდა გაეთვალისწინებინა, მითუმეტეს საქართველოში ხალხის შეცდომაში შეყვანის პრეცენდენტი დაფიქსირდა. შესაბამისად ძალიან მნიშვნელოვანი იყო რეგულაციის დაწესება. ჩვენ ვიყავით პროცესებში ჩართულები და ყველაფერი ნაბიჯ-ნაბიჯ მოხდა. ვთვლით, რომ ის სურთი რაც მივიღეთ, რეალურად ასახავს საერთაშორისო სტანდარტებს. - „ განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში VIP TRADE-ის მმართველმა ჩაჩი დასენმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი