ფინანსისტი ეფრემ ურუმაშვილი მიიჩნევს, რომ რეფორმები, რომლებიც ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში საბანკო სექტორთან მიმართებაში გატარდა, იყო მძიმე, თუმცა საჭირო. 

"ქვეყანა უნდა იყოს ჯანსაღი ფინანსური შესაძლებლობებით და არ უნდა იყოს ქვეყანაში ჭარბვალიანობა. რაღაც ეტაპზე ეს რეფორმები გასაკეთებელი იყო. ეს პრობლემები წლები გრძელდებოდა და ვიღაცას უნდა დაეწყო ამაზე ზრუნვა”-განაცხადა ურუმაშვილმა გადაცემაში "საქმიანი დილა". 

მისი თქმით, უკეთესი იქნებოდა, რომ ეს პროცესი უფრო ადრეც დაწყებულიყო, რადგან დღეს შედეგი უკეთესი იქნებოდა. 

"ასეთ შემთხვევაში, რეფორმა მტკივნეულად აღარ აისახებოდა იმ ადამიანებზე, რომლებსაც აღარ აქვთ ფინანსურ რესურსებზე წვდომა. თუმცა, ის რეფორმა რაც დაანონსდა, ვგულისხმობ მცირე მეწარმეებისთვის გადასახადის 5-ჯერ შემცირება და ბრუნვის ზღვრის 5-ჯერ გაზრდა, ამ დამიანებისთვის გრძელვადიან პერიოდში მოიტანს შედეგს და მათ გადამხდელუნარიანობა ქაღალდზეც აღუდგებათ", - აღნიშნა ურუმაშვილმა.

წყარო: www.bm.ge

დატოვე კომენტარი